ანა კვარაცხელია – გოგო, რომელმაც აკადემიური წრეები ააფორიაქა

ანა კვარაცხელიამ, ივანე ჯავახიშვილის თვილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის აწ უკვე დამსახურებული ბაკალავრის ხარისხის მფლობელმა, თავისი საბაკალავრო კვლევით მთელ აკადემიურ წრეებში გადატრიალება მოახდინა. ანამ სამართლიანად დაიმსახურა მქუხარე ტაში, ახლობლებისა თუ აკადემიური ელიტის მილოცვები და აღდგომის კვერცხივით წითელი დიპლომი.

თუმცა, ანა კვარაცხელია არ აპირებს დასჯერდეს მხოლოდ ბაკალავრის ხარისხს და ემზადება მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. 20 ივლისს ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდის პირველი დღე აქვს და ვუსურვოთ მას წარმატებები!