ასეთი, ე.წ. პარტიისა და მედიის ხელმძღვანელნი, რომლებიც მტრების ბინძურ დაკვეთას ასრულებენ, სამშობლოს ღალატის ბრალდებით უნდა გასამართლდნენ!

უკვე რამდენიმე კვირაა, გარედან დაფინანსებულმა მედიამ პირდაპირ გამინზულად დაუწყო ბრძოლა სამამულო პროდუქტებს: მწვანილს,სანელებლებს, თხილს, ახლა კი ნესვი და საზამთროც მოხვდა მათი ბინძური ქმედების არეალში. დამკვეთის მიზანი ცხადზე- ცხადია- საქართველოში ისედაც დასუსტებული სოფლის მეურნეობა მთლიანად გასწორდეს მიწასთან. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ კამპანია, აღნიშნული პროდუქტების გაყიდვის სეზონზე წამოიწყეს, რომ გლეხმა ისინი ჩალის ფასად, ან საერთოდ, ვერ გაყიდოს და მეორე წელს ცხადია, აღარც სურვილი გაუჩნდება მათი მოყვანის, ყურძნისა არ იყოს. ამით მტერი ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს: 1.გასაღების ბაზარს კიდევ უფრო ამყარებს და საკუთარ, ზენიტრატებით გადაჯერებულ პროდუქციას გვასაღებინებს; 2. გლეხობა სოფელს დატოვებს და ბევრიც ქვეყნიდან გადაიხვეწება;
თითქოს შეთქმულების წინმსწრები ნაწილია ისიც, რომ „გირჩელმა“ ჯაფარიძემ, უტიფრად განაცხადა, მიწის ქვეყანაში, „გლეხობა ტეხავს“, მარიხუანით დაბოლდით რომ, რაც შეიძლება ნარკოტიკებზე დამოკიდებულები, მალე გაუბედურდეთ და განადგურდეთო.
„უქართველო საქართველო“ – ყოველთვის იყო მტრების სანუკვარი მიზანი . . . ეს ბრძოლა ისევ გრძელდება და ამას, უკვე ფიზიკურად განახევრებული ერი და ქვეყნიდან იძულებით გადახვეწილი ქართველთა რაოდენობაც ადასტურებს.
მიმაჩნია, რომ ამ მზაკვრულ ქმედებას, მედიისა და გაურკვევლი სექტანტური წარმონაქმნის „ გირჩის“ მხრიდან, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სამშობლოს ღალატი ჰქვია და თუ ხელისუფლება თავად არ არის გასვრილი ამ სიბინძურეში, ვალდებულია ასეთი, ე.წ. პარტიისა და მედიის ხელმძღვანელნი, რომლებიც მტრების ბინძურ დაკვეთას ასრულებენ, სამშობლოს ღალატის ბრალდებით გაასამართლოს.
ლია გვენეტაძე