ბათუმში მოსეირნე მარიამ ჩუტკერაშვილმა ორჰან ფამუქი დააფიქსირა

გამოჩენილი ქართველი კინოკრიტიკოსი და სახალხო არტისტი მარიამ ჩუტკერაშვილი თავის ფეიბსუქ გვერდზე 360 ° ფოტოს აქვეყნებს, სადაც კადრში აღბეჭდილია ბათუმში მოსეირნე ნაკლებად ცნობილი თურქი მწერალი ორჰან ფამუქი.

მარიამი უკომენტაროდ აქვეყნებს აღნიშნულ ფოტომასალას და ჩვენდა გასაკვირად არაფერს არ დასძენს.

სავარაუდოდ, აღნიშნული ფოტო რამდენიმე დღის წინ უნდა იყოს გადაღებული, როდესაც ცნობილი არტისტი მეგობრებრებთან ერთად ბათუმში იმყოფებოდა.

ჩვენი სპეციალური კორესპონდენტები ამ დრომდე ცდილობენ მარიამ ჩუტკერაშვილთან დაკავშირებას.