დაკარგულ გოგონას ამ დრომდე ეძებენ

დღეს ქალაქ სამტერედიაში დაიკარგა მოზარდი,რომელსაც ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. არსებობს ვერსია,რომლის მიხედვითაც,გოგონა თითქოსდა გატაცებულია.მომხდარში ეჭვმიტანილია მეზობლის ძაღლი,რომელიც ახალგაზრდას არაერთხელ აწუხებდა.
ახლო ნათესავები თავს იკავებენ მოზარდსა და მეორე რიგის კონსუმენტს შორის შესაძლო კონფლიქტის მიზეზების დასახელებისგან,თუმცა ფაქტია,რომ მათი ურთიერთობა დაიძაბა,რამაც ეს შემთხვევა გამოიწვია.
ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ თუ სად დაიკარგა გოგონა,რათა ავირიდოთ ძაღლის მხრიდან მორიგი აგრესია,მაგრამ გეტყვით,რომ ის ბოლოს საკუთარ სახლთან ხორცით ხელში იპოვეს,რომელიც უმისამართოდ იქნევდა მას,თუმცა ჯერაც კი დაუდგენელია,თუ რა მიზეზითაა გამოწვეული აღნიშნული შემთხვევა.
სამართალ-დამცავები აქტიურად ეძებენ მას ე.წ. “სესტროის” ტერიტორიაზე,თუმცა სულაც არ აფიქრდებათ,რომ სხვაგანაც ნახონ. ძაღლის პატრონი შოკშია,მას არ აქვს იმის შესაძლებლობა,რომ საკუთარ ცხოველს ადვოკატი აუყვანოს,ამიტომ მას სახაზინო ვექილი, ბატონი: პაკუსია ძაღლიანი მოემსახურება. ამ წუთისთვის ეს იყო ბოლოდროინდელი ინფორმაცია დროებით!