დიდი ხანია ქვეყანაში ფუნდამენტური ეროვნული იდეოლოგიის დაკნინება და განადგურება ხდება

დღეს, როდესაც ქვეყნის ისედაც განადგურებული ეროვნული იდეოლოგია მთლიანდ ჩაყლაპა მსოფლიო ინტერნაციონალურ-ინტერვენციულმა იდეოლოგიებმა, რომლებიც ქართველ ხალხს, როგორც ერს, ანადგურებენ არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურადაც კი, აუცილებელია უცხოეთიდან დაფინანსებული და შესაბამისად, მართული პოლიტიკური პარტიების, ენჯეოსექტორისა და ყველა ტიპის მედიის საპირწონედ, ჩამოყალიბდეს ეროვნულ იდეალებზე ორიენტირებული ქართული პარტია, ეროვნული სახალხო გაერთიანებები, მედია ინსტიტუტები, რომელთა ძირითადი წარმმართველი ვექტორი ქართული ეროვნულ- სახელმწიფოებრივი ხედვა იქნება. ამის პარალელურად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მკაცრი რევიზია და დაუყონებლივი ანულირება ასეთი პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა სახის მედიისა, რომელთა მეშვეობითა და ხელშეწყობით, ქვეყანაში ინტერნაციონალურ- ინტერვენციული იდეოლოგიების დამყარება ხდება. სწორედ, ისინი ახდენენ ხალხის საშიშ მასიურ ზომბირებას, რომლებიც ეროვნული მექანიზმის მოშლითა და “გაზარმაცებული გონებისა და სხეულის სინდრომით ” გამოიხატება. თანდათანობით ფუნდამენტური ეროვნული იდეოლოგიის დაკნინება და განადგურება კი, თავისთავად, ხელს უშლის ერთიანი, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას.

ლია გვენეტაძე