დიდი ხანია ქვეყანაში ფუნდამენტური ეროვნული იდეოლოგიის დაკნინება და განადგურება ხდება

დღეს, როდესაც ქვეყნის ისედაც განადგურებული ეროვნული იდეოლოგია მთლიანდ ჩაყლაპა მსოფლიო ინტერნაციონალურ-ინტერვენციულმა იდეოლოგიებმა, რომლებიც ქართველ ხალხს, როგორც ერს, ანადგურებენ არა მარტო სულიერად, არამედ ფიზიკურადაც კი, აუცილებელია უცხოეთიდან დაფინანსებული და შესაბამისად მართული პოლიტიკური პარტიები, ენჯეოსექტორი და ყველატიპის მედიის საპირწონედ, ჩამოყალიბდეს ეროვნულ იდეალებზე ორიენტირებული ქართული პარტია, ეროვნულ სახალხო გაერთიანება, მედია ინსტიტუტები, რომელთა ძირითადი წარმმართველი ვექტორი ქართული ეროვნულ- სახელმწიფოებრივი ხედვა იქნება. ამის პარალელურად, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მკაცრი რევიზია და დაუყონებლივი ანულირება ასეთი პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ყველა სახის მედიისა, რომელთა მეშვეობითა და ხელშეწყობით, ქვეყანაში ინტერნაციონალურ- ინტერვენციული იდეოლოგიის დამყარება ხდება. სწორედ ისინი ახდენენ ხალხის მასიურ ზომბირებას და იმ ფუნდამენტური ეროვნული იდეოლოგიის დაკნინებასა და განადგურებას, რაც ქვეყანას ინახავს და არჩენს, როგორც ეროვნულ ეთნოკულტურულ ერთეულს და ხელს უშლიან ერთიანი, ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას.

ლია გვენეტაძე