ემიგრანტმა თამარ სანიკიძემ გერმანულ ენაზე ღადავი დაიწყო?

თამარ სანიკიძე, აგერ უკვე 3 თვეა მოსწყდა მშობლიურ ფესვებს და ბინა გერმანიაში დაიდო. თამარი სამშობლოშიც გამოირჩეოდა კვიმატი ენით და მოსწრებული კითხვა-პასუხებით. პირველი სამი თვე თამარმა ახალ გარემოსთან შეგუებას და ადაპტაციას მოანდომა, ამისთვის გამოსავლის პოვნა არ გასჭირვებია და ქსოვას მიჰყო ხელი. როგორც თვითონ ამბობს, შეგეძლოს ქსოვა ეს ბედნიერებაა, ძაფები ისე იხლართება ერთმანეთში, როგორც ახლობელი ადამიანების მონატრებით გამოწვეული დარდი და თითოეული თვალის ამოყვანისას მის გონებაში , ფერად-ფერადი კაშნებით შემოსილი მეგობრები ტივტივებენ. როგორც ვხედავთ, თამარი საკმაოდ კარგად მოერგო ახალ გარემოს და იგრძნო რა თავი საკუთარ სახლში იუმორის საღერღილი კვლავ აეშალა და ღადავი გერმანულად დაიწყო. ჯერჯერობით დამწყებია და პირველ ნაბიჯებს ითვლის, თუმცა საკუთარ სტილს არც აქ ღალატობს. სისხლის ყივილი და საკუთარი ქალაქის სიყვარული ერთიანად სჩქეფს მის ძარღვებში, შედეგად ის გერმანულადაც ქუთაისურად საუბრობს და შესაბამისად ქუთაისურად ღადაობს. ვუსურვოთ წარმატება ჩვენს ემიგრანტ თამარს და სამშობლოში როცა გაეხარდება მაშინ დაბრუნება ვუსურვოთ.