ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ხატია ბუნიათიშვილის მსგავსად ცნობილ უცხოელ სელებრითთან ერთად გამოჩნდა

უკვე მეორე დღეა, საქართველო ულამაზესი მანდილოსნების წყალობით უცხოური ტაბლოიდების გვერდებიდან არ ჩამოდის. გუშინ ხატია ბუნიაშიშვილმა დაუბნელა თვალები საქართველოს გოგოებს ორლანდო ბლუმთან ერთად გამოჩენით, გაინტერესებთ ვინ არის შემდეგი?
არც მეტი არც ნაკლები, ცნობილი ქართველი პიარ სპეციალისტი და ნაღებ საზოგადოებაში მიღებული ქეთო ჩიკვილაძე. ჩვენი კონფიდენციალური წყაროს ცნობით, პაპარაცებმა იგი მილანში, ცნობილ იტალიელ ფეხბურთელთან, ლეონარდო ბონუჩისთან ერთად დააფიქსირეს. როგორც ქეთი, მოგვიანებით გამოგვიტყდა ის მილანში სწორედ ლეონარდოსთან შესახვედრად გაემგზავრა.
ჩვენს მკითხველს გვინდა ვუთხრათ რომ ბონუჩი ცნობილი იტალიელი მაჩოა, რომელმაც იუვენტუსის რიგები დატოვა და მილანის გუნდს შეუერთდა, რითაც ძალზედ გაანაწყენა ტურინელი ფანები. თუმცა, როგორც ჩანს მის ამ გადაწყვეტილებას ქეთოსთვის არანაირი აზრი არ აქვს.
ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ცნობილ წყვილს. და სურვილს გამოვთქვამთ, რომ არაერთ ქართველ გოგოს გადასხმოდეს ქეთოს წყალი და გაეზიარებინოს მისი ბედი.