ვინ იყო კუკიელი ტერეზა მენდოზა?

რა არ მოხდა მეოცე საუკუნეში? ორი მსოფლიო ომი, ასობით სისხლისმღვრელი დაპირისპირება, არწივის მთვარეზე დაშვება, დიდი დეპრესია, ბირთვული კატასტოროფა, თვით ლუზითანიას და ტიტანიკის ჩაძირვა უამრავი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტი, მაგრამ მაინც რა იყო მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენა? გეოპოლიტიკური ტრიუმფი, დაიბადა ხატია პატარაია. მისი გვარით ცხადია, რომ ის ადრეულ გაზაფხულზე დაიბადა, როდესაც ია ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ მას არ უნდოდა მის ზოდიაქოს მისსავე ტირანობაზე ემეტყველა, ამიტომ 17 ივლისს აღნიშნავდა დაბადების დღეს. ცნობილია ისიც, რომ თავიდან მისი გვარი დიდია იყო, თუმცა გვარით მაინც ვიყო პატარაო და მისი ამჟამინდელი გვარი მივიღეთ. ალბათ პატარაიას ხსენებაზე ყველას გაგვახსენდება ჰენრიხ მერვე, ნერონი, პოლ პოტი, ძედუნი, ბედელ ბოკასა, კალიგულა, კომუდუსი, ვლად მესამე ან თუნდაც ლეოპოლდ მეორე, მაგრამ არამც და არამც მისი კუმირი დაბადებიდან სტალინი იყო. მისი ბავშვობა სხვა ბავშვებისგან არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მის ქვეცნობიერში მუდამ იყო ემოცია, გამოუხატავი ემოცია, რომელიც არასოდეს შენელებულა და რომელიც შემდგომში უკვე არაამქვეყნიური სისასტიკით გამოვლინდა. როგორც ამბობდა მის ID-ს მხოლოდ მისი საყვარელი სიმღერა Xatia-Crazy გამოხატავდა. ხატიას საყვარელი გამონათქვამი ბავშვობიდანვე დახოცე და იბატონე იყო. (გვაწვდის ცნობას მასთან დაახლოებული პირი). ალბათ ეს გამონათქვამი გასდევდა ლაიტმოტივად მის მმართველობას და ამიტომაც ადამიანებმა გამოთქმა “დედამიწას ორი უდიდესი ტირანი ჰყავს შემთხვევა და დრო” შეცვალეს ფრაზით “დედამიწას ორი უდიდესი ტირანი ჰყავს ხატია და პატარაია” , დიახ სწორედ ხატია იყო მომავალში შემთხვევაც და დროც. თუმცა ეს მხოლოდ სტატიის პირველი ნაწილია და მხოლოდ მის ადრეულ პიროვნებაზე ვსაუბრობთ. იგი ყოველთვის ოცნებობდა პირველობაზე. მართალია მუდმივად ცდილობდა ეს დაემალა, თუმცა 24/05/2017 მასში გრძნობამ ხელახლა იფეთქა. ფაქტი, რომელმაც მის მიერ ნაცად კეთილგონიერებას 0.03 ტონა შავი ლაქა მიაწვეთა. როგორც ის ამბობდა არ არსებობს სიკეთე და სიბოროტე, სიყვარული და სიძულვილი და არც ღმერთი არსებობს, მაგრამ ის უდიდეს პატივს სცემდა საკუთარ ღვთაებას (ამაზე შემდეგ სტატიაში ვრცლად ვისაუბრებთ). მისი აზრით, ადამიანების დღე მასზე ლოცვით უნდა დაწყებულიყო და მისი მადლიერებით დასრულებულიყო, რადგან მან კიდევ ერთი დღე აჩუქა საბრალო მოკვდავთ. ხატიას მუდამ სძულდა ადამიანების თავისუფლება. ყველაფრის მოსპობა სურდა, სადაც ეს სიტყვა ფიგურირებს ამიტომაც მიუწევდა გული მუდამ თავისუფალი უნივერსიტეტისკენ. როგორც ამბობდა მას ბიზნესის მართვის ფაკულტეტი უნდა დაემთავრებინა. თუ დავაკვირდებით კარგად ჩანს როგორ ოსტატურად შეუფარავს ხატიას თავისი მმართველობის სიყვარული. შემდგომში გახდა უკვე ცნობილი, რომ ხატიას ოცნება იყო მართვა და არა ბიზნესი. მისი ფეხბურთის სიყვარული საქვეყნოდ ცნობილია. კუკიის გუგულებამდე ის მუდმივად კატალონიის ბარსელონას გულშემატკივრობდა. და რა მოსწონდა ხატიას მათში? დიახ სწორად ფიქრობთ ხატიას ბარსას დომინირება მოსწონდა. ბარსას მეტოქეებში ის ხალხს ხედავდა, რომლებსაც მომავალში ბარსას სახით თვითონ მოევლინებოდა. მას ზუსტად 17ივლისს საკუთარ დაბადების დღეზე გაუჩნდა სურვილი შეექმნა ჩრდილოეთ კუკიის სახელმწიფო, რომლის მოდელად კიმ ჩენ ინი-ს ჩრდილოეთ კორეას მოიაზრებდა. მას მოსწონდა მაკედონელი, თუმცა სძულდა მისი საფლავის ეპიტაფია: ” ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო”. სწორედ ამ ფრაზაში გაიაზრა მან მაკედონელის სუსტი წერტილი და მისი ფიქრებით უკვდავობა, მეორედ დაბადება მოისურვა. ამიტომ მუდმივად აკვირდებოდა მის თანაჯგუფელ მარიამ ნიახურს. დიახ ასეთი ფიქრებით იზრდებოდა ბავშვი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. ხატიას იდუმალ პიროვნებას ერთ ნომერში ვერ ამოვწურავთ ამიტომ გაგრძელებას გაზეთი “კუკიისკის” მომდევნო ნომერში იხილავთ.