თელაველი ახალგაზრდა, რომელიც იტალიურ და ჩინურ მაფიასთან კავშირის გამო დააკავეს, ბრალდებას უარყოფს

წინასწარი ინფორმაციით დაკავებულია თელაველი ახალგაზრდა ტ.ჯაჭვაძე , რომელსაც ბრალი ედება იტალიურ კოზა ნოსტრასთან და ჩინურ ტრიადასთან კავშირში.
შსს-ს განმარტებით პიროვნება ტ.ჯაჭვაძე შუამავლის როლს ასრულებდა ამ ორ დიდ კლანს შორის და ეხმარებოდა მათ სხვადასხვა სახის კონტრაბანდის გატარებაში საქართველოს ტერიტორიაზე.