თ.დარბაისელმა გუატემალაში ლამების რძის ჩამოსხმა დაიწყო

გუატემალაში ახალგაზრდა ქართველმა ბიზნესმენმა, თორნიკე დარბაისელმა ინოვაციური ტექნოლოგიების საშუალებით, პროტეინითა და კალციუმით მდიდარი ლამების რძის ჩამოსხმა დაიწყო.
დარბაისელი აცხადებს, რომ ორ წელიწადში ლამის რძეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიტანს, რაშიც მას ამერიკული სადრისტიბუციო კომპანია T&M დაეხმარება. დარბაისელმა T&M თან უკვე დადო კონტრაქტი რომლის ღირებულება 25 მილიონი დოლარია.
დარბაისელი აცხადებს: ” ჩვენ ასევე ვგეგმავთ კოლუმბიაში ბიზნესის გაფართოებას, სადაც ლამის რძესთან ერთად, კოკას ფოთლებისგან დამზადებულ წვნიანის წარმოებას დავიწყებთ”.
ჟურნალმა ფორბსმა დარბაისელი უკვე აღიარა წლის ყველაზე ახალგაზრდა ინოვატორ ბიზნესმენად და მას სტატიაც მიძღვნა. იხილეთ forbes.com