იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი მოზარდის ვითარება სტაბილურია

დღეს ქალაქ სამტრედიიდან იაშვილის კლინიკაში გადაყვანილ იქნა აგონიაში მყოფი 18 წლის მოზარდი,რომელსაც დაუდგინდა თავის ტვინის მსუბუქი იშემია.ჯერჯერობით უცნობია,თუ რამ გამოიწვია გოგონას უეცარი გონების კარგვა,თუმცა მას უკვე გაუკეთდა გადასხმა და ვითარება სტაბილურია.მართალია,ექიმები წინასწარი პროგნოზის გაკეთებისაგან თავს იკავებენ,თუმცა ადასტურებენ,რომ დაავადება ქრონიკული ხასიათის არაა,რაც შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო სტრესითა და გადაღლილობით. “დღეს დაახლოებით 11 საათის დროზე, რეანიმაციაში შემოიყვანეს უგონოდ მყოფი გოგონა,რომელსაც მგრძნობელობა თითქმის დაკარგული ჰქონდა,თუმცა მალევე გაუკეთდა გადასხმა,შემდგომ დეფიბრილაცია და ველოდებით პაციენტის გონზე მოსვლას.ამ დროისათვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – განაცხადა მისმა მკურნალმა ექიმმა,რომელმაც ასევე აღნიშნა,რომ გოგონას სიტუაციის შესაბამისა შესაძლოა დაენიშნოს მოკლევადიანი რეაბილიტაციის კურსები.