ნახეთ როგორ ულოცავს ქართველი გოგო მილანიდან დაქალს დაბადების დღეს

უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს ვიდეო-მიმართვა, რომლითაც ქართველი გოგო დაქალს დაბადების დღეს მილანიდან ულოცავს. მილანში მყოფი ქართველი გოგონა პიარის სპეციალისტი ქეთო ჩიკვილაძეა. მას კარგად იცნობენ თბილისის ნაღებ საზოგადოებაში, ხშირად დაუფიქსირებიათ პაპარაცებს შარდენზე მდებარე ბარებში და მაღალი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ე.წ. ივენთებზე. ქეთო მოდურად ჩაცმაზე გიჟდება და უპირატესობას ქართველ დიზაინერებთან ერთად, მილანელ მოდის გურუებს ანიჭებს.
როგორ ქეთოს უახლოესი მეგობარი მარიკა ხუციშვილი აცხადებს (ქეთო მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლიაა) ეს ვიდეო ქეთოსთვის ახალი არ არის, და იგი მეგობრებს დაბადების დღეებს მუდმივად საზღვარგარეთებიდან ულოცავს.
სოციალურ ქსელში ქეთოს ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. ექსპერტების შეფასებით, ვიდეო უკვე ტრენდია და მომავალი 1 წლის განმავლობაში დაბადების დღის ასე მილოცვა იქნება პოპულარული. ქეთო უკვე შეადარეს ქართველ სუპერ-ვარსკვლავს მედეა ადამიას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქეთო აქტიურად მოითხოვს პრომოუშენს. “აუუ ცუდად ვარ, გამიკეთეთ ფრომოუშენი რა”- წერს იგი პოსტის კომენტარებში.
ჩვენი რედაქცია წარმატებებს უსურვებს მას. ჩვენს მკითხველს კი ქეთოსნაირ შემოსავლებს და ბედს ვუსურვებთ, რათა შეძლონ და აყვნენ მის წამოწყებულ ახალ ტრენდს.