ნინო შარუხია ცნობილ ღამის კლუბ „ბასიანს“ სასამართლოში უჩივის

ნინო შარუხია მსხვილი ნავთობკომპანიის ერთერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა. რა ხანია მისი ოცნებაა ღამის კლუბ ბასიანზე მოხვედრა რაც თავისი გადატვირთული გრაფიკისა და სამეგობრო წრის გამო ვერა და ვერ მოახერხა.
გასულ შაბათს, ნინომ საბოლოოდ გადაწყვიტა ბასიანზე წასვლა. საგულდაგულოდ მოემზადა, ღამის 12 საათს დაელოდა და ბასიანის კარებთან ზუსტად 00:15 წუთზე იდგა.
მისდა გასაკვირად კარებში მდგომმა ბიჭმა უარი უთხრა შესვლაზე. ნინომ ეგრეთ წოდებული „ფეის კონტროლი“ ვერ გაიარა.
– ვის გაუბედეს? სასამართლოში შევხვდებით! – ამბობს ნინო და ამატებს – დიდაშ გიფუჩუანქთ, მა თე საქმე თაშ ქიდევტი (ამბობს მეგრულად).