ოქროს თევზის ძიებაში – “ჩვენ დავბრუნდებით” განაცხადეს ირაკლი ბერუაშვილმა და ირაკლი ნაცვლიშვილმა

ეს ამბავი ერთ-ერთ ჩვენს ცნობილ თანამოქალაქეს ირაკლი ბერუშვილს თავს გადახდა.
მოგეხსენებათ ირაკლი გახლავთ დამსახურებული თევზმჭერი, მოგებული აქვს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდო. ჯგუფურ შეჯიბრში რაკლი ბერუაშვილი და მისი თანაგუნდელი ირაკლი ნაცვლიშვილი ფლობენ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ანკესებს – დონკიტ, ფიდერით და ნემსკავით თევზაობაში. უნდა ისიც აღინიშნოს რომ ირაკლი ბერუაშვილის აღმასვლა თევზჭერაში მისი ერთგული მეგობრის ირაკლი ნაცვლიშვილის დამსახურებაა, რომელიც ასწავლიდა მას თუ როგორ უნდა დაემაგრებინა ძუა ნემსკავზე.
ირაკლის ოსტატობამ არნახულ წარმატებას მიაღწია – ის სათევზაოდ ყოველთვის დადის ამობეჭდილი ვორკპაკებით (პროცედურები და პროტოკოლები თუ როგორ უნდა მოიქნიოს/მოზიდოს ანკესი).
ერთ-ერთი თევზაობის დროს მეგობრებმა დაიჭირეს ოქროს თევზი რომელიც მანქანის საბარგულიდან ამოხტა და ახლო მიმდებარე ტბებში გაუჩინარდა. შეკითხვაზე თუ რას მოიმოქმედებენ ახალგაზრდები – “ჩვენ დავბრუნდებით” განაცხადეს ირაკლი ბერუაშვილმა და ირაკლი ნაცვლიშვილმა.