პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტის წინ სახელმწიფო სანდო ხელში დატოვა

პეტრო პოროშენკო თბილისში ოჯახთან ერთად, სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ჩამოვიდა.
17 ივლისს მან უკრაინაში მისი არყოფნის პერიოდში ქვეყნის პირველ პირად დაასახელა ბატონი თემურ ბიწაძე ჩვენ შევეცდებით ზუსტი ციტირება გავაკეთოთ რაც პოროშენკომ უთხრა ბატონ თემურს. ”თემურ, ვირიშვილი ვიყო ვიცი რა კაცური კაციც ხარ და აბა მიმიხედე ქვეყანასო” ცალი თვალი ჩაუპაჭუნა და გამოუდგა საქართველოს გზას. ალბათ ბატონი თემური პეტრო პოროშენკოს იმედებს არ გაუცრუვებს და მართლაც რომ კარგად და პატიოსნად მიხედავს ჩაბარებულ ქვეყანას.