“პლეიბოის” მოდელს პრეზიდენტმა რანჩო აჩუქა

“პლეიბოის” მოდელმა იუბილე ერთ-ერთ მწვერვალზე აღნიშნა – ამ სათაურით ქვეყნდება სტატიები მსოფლიოს წამყვან გამოცემებში. თავად ცნობილი მოდელი ლაშიტო ჭოლი კომენტარისგან თავს იკავებს და დაბადების დღის დეტალებს არ ასაჯაროებს.
როგორც სარწმუნო წყარო გვატყობინებს, აშშ-ს პრეზიდენტმა ვერ შეძლო იუბილეზე მისვლა, მაგრამ ოფიციალური დეგელაცია გამოგზავნა და უსაჩუქროდაც არ დატოვა. კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში რანჩო უსახსოვრა.ასპენი ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, რომელიც ცნობილია სუფთა ჰაერით და მზით გასხივოსნებული თოვლიანი გორებით.
აპირებს თუ არა მოდელი ახალ რანჩოში ცხოვრებას და სად გადაიყვანს ცოლ-შვილს საცხოვრებლად ჯერ უცნობია. ექსპერტები ასკვნიან, რომ ლაშიტო ჭოლი მაღლაკის ვილას ვერ შეელევა. თუმცა ხათ-ხათუნ გოლეთინო კოლორადოს შტატში ცხოვრების წინააღმდეგი არ არის.
მოდელი ახალი ფოტოსესიის გადაღებას კავკასიონის ქედზე გეგმავს. ეს ადგილი მან რამდენიმე საათია შეარჩია, რაზეც მისი პროფილის ფოტოც მეტყველებს.