რაში სდებენ ბრალს სიუზანა სარქისიანს?

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილმა მილიონერმა სიუზანა სარქისიანმა, მეზობლის ბაღში შეიპარა და ყვავილები გამოიტანა.
სარქისიანმა სავარაუდოდ გვირილები მოიპარა. 21 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ეჭვმიტანილი დაკითხეს, ამ დროისთვის კი ის იმყოფება თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში .
დაზარალებულმა განაცხადა, რომ ამ საქციელს მილიონერს არ შეარჩენს , ბოლოს კი დაამატა- “ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი, ორივე ქურდია.”

კონფედენციალური წყაროს ცნობით, დანაშაულის ჩადენის დღეს სარქისიანი იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.

თემაზე მუშაობდა ვიქტორია ემიშიანი