რა გახდა ფინანსური პირამიდა Qnet-ის მუშაობის შეწყვეტის მიზეზი?

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ფინანსური პირამიდა Qnet-ის კავკასიის რეგიონის ხელმძღვანელის, სემ სიონგის განცხადების საფუძველზე ისინი წყვეტენ მუშაობას საქართველოს რეგიონში. შეწყდება ახალი წევრების რეგისტრაცია, ხოლო არსებულ წევრებს დაუბრუნდებათ მათ მიერ შეტანილი თანხა, საჩუქრად გადაეცემათ ბროშურა და DVD დისკი, სადაც ნათლად იქნება ნაჩვენები პირამიდის მუშაობის პრინციპი – როგორ ხდებოდა მოგების გაზრდა ახალი წევრების დამატების ხარჯზე და რა მეთოდები გამოიყენებოდა ლიდერებთან სამუშაოდ, როგორ ხდებოდა მათთვის თვალის ახვევა. დისკი იქნება ოთხ ენაზე: ფრანგულად, ესპანურად, კორეულად და პორტუგალიურად.
ჩვენი სააგენტოს კითხვაზე ბატონმა სემ სიონგმა გვიპასუხა, რომ დაახლოებით 10-11 ივლისს მისი ნაცნობი გოგონას (ავტ.: ასევე Qnet-ელი ნინო. ს.) 2012 წელს გამოშვებული BMW 525-ში ყოფნისას შემთხვევით ხელში ჩაუვარდა ნინოს iphone 7, სადაც ჩართული იყო ფეისბუქ აპლიკაცია. ეჭვიანობის ნიადაგზე სქროლვისას იგი გადააწყდა ანა სამუშიას პოსტებს Qnet-თან დაკავშირებით და მიხვდა თუ რა დამპლობას სჩადიოდნენ. სემი აღარ დაელოდა მანქანაში გოგონას დაბრუნებას მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნინომ ნიკას მისცა და სასწრაფოდ მივიდა ოფისში. რეგიონული მართვის ცენტრში დაელაპარაკა ხელმძღვანელს და დაარწმუნა რომ უნდა დაეხურათ ოფისი და ამასთან ერთად საკუთარი ბინა დაეტვირთათ იპოთეკით და ეყიდათ საგზურები. კომპანიის დახურვის თარიღად კი ერთხმად აირჩიეს ზემოაღნიშნული ანას დაბადების დღე.