სამტრედიაში ორი პიროვნება ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიაში ორი პიროვნება ირაკლი მაჭავარიანი და ირაკლი აბაშიძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ზემოთ აღნიშნულმა პირებმა მოქალაქეს დაჰპირდა დახმარებას ერთი სოციალური დახმარების დანიშვნის საქმეში, სანაცვლოდ კი ორი თვის დახმარების გადაცემა მოითხოვეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.