საქართველო, საბჭოთა კავშირისდროინდელ პროფკავშირებს წააგავს, სადაც თითქმის ყველას თავისუფლად შეუძლია მოქალაქეობის მიღება

როდესაც უცხოელისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს სპეციფიურ, ქართველური, მონათესავე, სერთო ეთნიკურ- კულტურული მახასიათებლების მქონე ტომებით დასახლებულ ქვეყანაზე, სპეციფიური, იმიტომ, რომ მაგალითად, ამერიკელობა პირველ რიგში, ნიშნავს, გქონდეს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტი, დიახ, ამერიკელობა ნიშნავს სახელმწიფოებრივ მოქალაქეობას და არა ეროვნულობას, რადგან შტატებს არ შეუქმნიათ ამერიკა, ამერიკამ შექმნა ისინი, შექმნა და თითოეულ შტატში მოსახლე ხალხს უფლება მისცა, ისე იცხოვროს, როგორც მას სურს. მაგრამ საქართველო, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ერთიანი, ეროვნული ქვეყანაა და ეს, ქართველური ტომების გაერთიანების შედეგად მოხდა, ამიტომ გასაგებია, რომ იდენტობის მხრივ, ქართველ კაცს მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს, ვიდრე ამერიკელ მოქალაქეს. საქართველოს მთავრობა, რომ ამ საკითხზე ბევრს რომ ფიქრობდეს, ეროვნული სიწმინდის დაცვის მიზნით, ზოგიერთი რასის ნატურალიზაციაც კი უნდა აკრძალოს ქვეყანაში, სხვათაშორის, იგივე ამერიკა ამას მშვენივრად ახერხებს, როცა საჭიროდ თვლის. საქართველო კი ამ მხრივ, საბჭოთა კავშირისდროინდელ პროფკავშირებს წააგავს, სადაც თითქმის ყველას თავისუფლად შეუძლია მოქალაქეობის მიღება. შემდგარმა ქვეყანამ ისე უნდა გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი, როგორც ამას მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები ახერხებენ და დაანახოს ყველას, რომ საქართველო უძველესი სახელმწიფოებრივი კულტურის ქვეყანაა და მისი მოქალაქეობა უდიდესი პატივია მათთვის, ვისაც მისი მოქალაქედ გახდომა სურს. როცა მოქალაქეობას ვანიჭებთ ვინმეს, აუცილებელი კრიტერიუმები უნდა იყოს დაცული, მაგ. სახელმწიფოებრივი ენის -ქართულის (არა ზედმიწევნით) და ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ისტორიის ცოდნა. ამის შემდეგ, როგორც საქართველოს ორგანული კანონშია გაწერილი საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, სუბიექტი მიიღებს მოქალაქეობას, ხოლო შემდეგ სერტიფიკატს ნატურალიზაციის შესახებ და სწორედ, ეს იქნება მისი საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი.
საქართველოსს კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, (რაც გადასახედია) ამიტომ, თუ საქართველოში კანონიერად მცხოვრები პირი დიდხანს დაჰყოფს სხვა ქვეყანაში, მას უნდა ჩამოერთვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის უფლება.

ლია გვენეტაძე