სოფო დვალიშვილის იმიტაციის (დამპლური) თამაშები – პუბლიკა შოკშია! რეიკი დაბრუნდა!!!

ახლახანს პაპარაცებმა სოფო დვალიშვილი სამტრედიაში,საკუთარ ლეპტოპთან მჯდარი შენიშნეს,რომელიც უყურებდა სერიალს,სახელწოდებით “მძიმე დანაშაული”. მოგეხსენებათ,რომ სულ რამდენიმე დღის წინ მისი დაკარგვის თემა აქტუალურობას არ კარგავდა,დღეს კი ასე საჯაროდ და თამამად გვევლინება,რომელსაც სულაც არ ანაღვლებს თუ რა ბედი ეწია ე.წ. ბრალდებულ ძაღლს.როგორც ჩანს, იგი კმაყოფილია,რომ ეჭვმიტანილი პასუხისგებაში მისცეს და გადაწყვიტა სიამოვნება ე.წ.”ბრეიქინგ ბედით” გაიხანგრძლივოს,თუმცა აღსანიშნავია ისიც,რომ შესაძლოა სამართალდამცავებმა იგი თავად დააკავონ საკუთარი თავის გატაცებასა და ძაღლზე ხელის შეხოცებაში,ვინაიდან მან თავად გამოიწვია ძაღლი,როდესაც ხორცს უმისამართოდ იქნევდა საკუთარ აივანზე.
ექსპერტებს ჯერ ვერ გაუგიათ თუ ვინ არის დამნაშავე მომხდარში,ზოგი ამბობს რეიკი დაბრუნდაო,ზოგიც ჰაიზენბერგიო,ზოგიც ზაზა ფაჩულიაო,ზოგმა არ ვიციო,ზოგმა მე რავიო,ზოგმა კი რა აგერ ვცხოვრობო,ზოგმა არ ვარ აქაურიო,ზოგმა შევარდნაძის დედაც @*^$#(@-ო,ამიტომ კანონმორჩილები ზუსტი დასკვნის გაკეთებისაგან თავს იკავებენ,თუმცა თუ თვით ს.დ.-ს დამნაშავეობა გამოაშკარავდება,მას მოუწევს 12-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,მაგრამ სინამდვილეში იგი 18 წლისაა, ამიტომ 14 წლამდე როგორ მოიხდის?! (შარო საიდან მოდიხარო?!) დანაშაული ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის პირველ პრეამბულას (თვითგატაცებას),რომელიც ასევე შესაძლოა დამძიმდეს სუიციდით ან/და სუიციდის მცდელობით (ანუ შესაძლოა მკვდარიც დაიჭირონ) და შინაური ცხოველის (ოჯახის ან ოჯახის ახლო წევრების წევრის) ბოროტად გამოყენება. აქვე გეტყვით,რომ საქმე ეხება შინაურ ცხოველს და არა გარეულს,რომელიც ოჯახურ სითბოს არაა მოკლებული,შედეგად რთული სავარაუდებელია (სავარაუდოც შეიძლებოდა,მაგრამ გამოცდაზე სწორი ყოფილა და იყოს სავარაუდებელი :დ ეგ მაინც ვისწავლე),რომ ბატონი პაკუსიას კლიენტი თავს (ლაფი) დასხმოდა “მძიმე დანაშაულის” მაყურებელ გოგონას. შესაძლოა,მან სწოოოორედ ბრეიქინგ ბედიდან ისწავლა ეს ოინები,ამიტომ ახლა უყურებს,მას რათა გადაამოწმოს,რამდენად პირწმინდად ( ირმა :დ <3 ^) შეასრულა მან საკუთარი მისია.
შეგახსენებთ,რომ ს.დ. სულაც არ იყოს ეჭვის ქვეშ ან ზემოთ,თუმცა გამორიცხულიც არაა. ჩვენ შევეცდებით შევეხმიანოთ მის ადვოკატს ქალბატონ დოდო შარიანს ან დოდო(ს) …… :/ რომელსაც, საკუთარი კლიენტის ფოტოც კი აკვირვებს,სადაც ენა აქვს გადმოგდებული და ამით შესაძლოა ცდილობდეს მეზობლის ძაღლის იმიტირებას,ანუ გამოდის,რომ თუ ს.დ. ძაღლს მიმიკრირებს,მაშინ იგი ნამდვილად დამნაშავეა. ინ ქონქლუჟენ და ლაკონიურად, ს.დ. თუ ძაღლია, მან საკუთარი თავი ხორცით გაიბრაზა, საკუთარ თავს აგრესიულად თავს დაესხა, თავი გადაიკარგა,ახლა კი ძაღლის ამპლუაში გვევლინება,ცხადია ეს ყველაფერი შესაძლოა ე.წ. "ყვითელი პრესის" მოგონილი იყოს,თუმცა არის მასშიც რაღაც სიმართლის ბუტკო. შემიფასე ^