ფოთელიი დიპლომატის გზა საქართველოდან აღაიანამდეე

22 წლის ვაჟა ეფერთელოვმა აღაიანში ორ წამყვან უნივერსიტეტში მიიღო განათლება. ნორზისთერნის (Aghaian University) უნივერსიტეტში მაგისტრატურა დაასრულა, ბუტურეთში კი სამართალმცოდნეობის განხრით კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა (ჩდშვც). ვაჟას „ფოთელები“ ესაუბრა.

ვაჟა, როგორი იყო გზა „აღაიანის“ უნივერსიტეტამდე და რა მოგცათ დასავლურმა განათლებამ?

ალბათ იღბლიანი ვარ, რადგან მქონდა აღაიანის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა. სანამ აღაიანში წავიდოდი, მანამდე ბაკალავრიატი „ფოთის უნივერსიტეტში“ დავასრულე. ფრანგულ ენას კარგად ვფლობ, ამიტომ ეს დამეხმარა სხვადასხვა ფრანგულ პროგრამებში მიმეღო მონაწილეობა და აქტიური ცხოვრება მქონოდა. ვიყავი ბუტურეთში, სამბურგში, სხვადასხვა პროგრამით ვიყავი აღაიანის სასამართლოში, აღაიანის საბჭოში და აღაიანპარლამენტში.

პარალელურად ვმუშაობდი აუდიტორულ კომპანიაში. საბოლოოდ, ჩემმა რეზიუმემ დადებითი შედეგი გამოიღო და აღაიანისში, უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩავირიცხე.

.მაგისტრატურის დასრულების შემდეგ კი აღაიანის უნივერსიტეტში ერთწლიან ჩმდშვც პროგრამაზე ჩავირიცხე და დავასრულე. მალე დიპლომიც ჩამომივა.

განსაკუთრებით მინდა გამოვარჩიო პროფესორი ფუჩუ, რომელიც განსაკუთრებული იყო. კრიმინალისტიკას გვიკითხავდა. გვასწავლიდა თავის ტვინის ტომოგრაფიით როგორ შეიძლებოდა დამნაშავის გამოცნობა, დანაშაულის ჩადენის მომენტში როგორი ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა და ა.შ. მე საერთაშორისო ბიზნეს სამართალის სპეციალისტი ვარ, მაგრამ მისი ლექციები იმდენად საინტერესო იყო, სისხლის სამართალზეც კი დავიწყე ფიქრი.

სისხლის სამართალი ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ მისმა ლექციებმა სულ სხვა თვალით დამანახა ეს სფერო. ძალიან კარგი იქნება თუ ქართული სამართლის პრაქტიკაშიც იქნება გამოყენებული მსგავსი მეთოდები.

სწავლა ძალიან შრომატევადია, ორი-სამი დღის განმავლობაში ინტენსიურად მომიწია მეცადინეობა და ბოლოს ისე ვიყავი, რომ ჩუკენური შეტევით მოვხვდი საავადმყოფოში.

ფინანსების გარეშე ძალიან გაგიჭირდება. ერთეულებია, ვისაც ამ ყველაფრისგან თავის დაძვრენა შეუძლია. შეიძლება ითქვას, აღაიანში ჩემი ცხოვრება და სწავლა დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაჯდა. ჩემი მშობლების მხარდაჭერა რომ არა, ბუნებრივია, ამას ვერ მოვახერხებდი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გრანტის მოპოვებაც, მაგრამ მე არ ვარჩიე, რადგან „აღაიანს“ აქვს მემორანდუმები გაფორმებული ძალიან ბევრ კორპორაციასთან მსოფლიოში, მაგრამ ვინც დაგაფინანსებს, ვალდებულება გაქვს შემდეგ ამ კორპორაციაში იმუშაო. ბოლომდე თავისუფალი არ ხარ და საუკეთესო წლებს, რომელიც ჩემს კარიერულ ზრდას უნდა დავუთმო, ამ კონკრეტული კომპანიის ინტერესები შეიწირავდა. ერთი ნაწილაკი ვიქნებოდი დიდ ჯაჭვში და ვერ განნვითარდებოდი.

აპირებთ დარჩეთ საქართველოში სამუშაოდ თუ სხვა მიზნები გაქვთ?

მოპოვებული მაქვს ბუტურეთის საემიგრაციო ვიზა 2023 წლამდე და შემიძლია ლეგალურად წავიდე სამუშაოდ. თუმცა, დიდი ხნით მაინც არ მინდა საქართველოდან წასვლა, რადგან დედისერთა ვარ და ოჯახს ვერ დავტოვებ დიდი ხნით. ამიტომ, ვეცდები, საქართველოში დავრჩე, მივიღო უფრო მეტი გამოცდილება საჯარო სამსახურში და თუ უცხოეთში წავალ, საადვოკატო საქმიანობა მინდა გავაგრძელო აღაიანში. თუმცა ამ ყველაფრისთვის მინდა ჯერ გამოცდილება მივიღო პარლამენტში, სახელმწიფო აპარატებში მუშაობით, ეს ძალიან დამეხმარება. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებას ბუტურეთში ვგეგმავ, რადგან ეს ენა კარგად ვიცი და მინდა გამოვიყენო. ამიტომ, სამომავლოდ ან ბუტურეთში წავალ, ან მუნეტრეალში, ხლანადაში.