ცნობილმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ მუზა საქართველოში აღმოაჩინა! აი ვინ არის ნატია ტრაპაიძის იდუმალებით მოცული თაყვანისმცემელი.

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ბოლო დროს საქართველოს ისტორიით არის გატაცებული, როგორც მისი მეგობრები ამბობენ – ამის მიზეზი ქალია, რომლმაც ლეონარდო ბონუჩის თავბრუ დაახვია და მის მუზადაც იქცა.

30 წლის ვარსკვლავის ახალი სიყვარული – ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ნათია ტრაპაიძეა. იმის მიუხედავად რომ ფეხბურთელი ქართველ ლამაზმანს პირადად არ იცნობს, როგორც თავადაც აცხადებს – უკვე მზად არის თბილისში მასთან შესახვედრი გეგმა, ავიაბილეთები და რომანტიკული განრიგი, რომლითაც ის ჟურნალისტის გულის მოგებას აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია ნათია ტრაპაიძის დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მეგობრები აცხადებენ, ლამაზმანი ამ ეტაპისთვის სხვა მამაკაცით (გ.ყ) არის გატაცებული, და საკუთარი სასიყვარულო განრიგის გადახედვას არ გეგმავს.