ხელისუფლება, რომელიც ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს, რომ ქვეყანაში სამამულო პროდუქციის წარმოება და იმპორტი დაიწყოს, პირიქით, როგორც ყოველთვის და ყველა დროში, ახლაც დუმს

ქვეყანაში არსებული მედიასაშუალებები, რომელიც მუდმივად იყიდებიან, ახლაც გარედან დაკვეთით, სეზონზე, თხილის ფასის დაგდებაზე მუშაობენ, რომ უცხოელი ექსპორტიორები გალაღდნენ და ქართველი კაცის ხარჯზე გაასმაგებული მოგება ნახონ. არავის ანაღვლებს წლიდან-წლამდე მოსავლის მომლოდინე გლეხი, რომლის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ თხილია. ხელისუფლება ვერც იმ ბიოლოგიურ დივერსანტებს აკონტროლებს, ან, უბრალოდ არც სურს ამის გაკეთება, რომლებიც ჩვენს მოსავალს ხშირად ხელოვნურად ანადგურებენ, რადგან ქვეყნის ქცევა გასაღების ბაზრად ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. თავისთავად, ამ დანაშაულებრივ, კორუფციულ გარიგებაში, მაღალჩინოსნები მოაზრებიან, რომლებიც უცხოელების მოწილეები არიან. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც, დამკვეთი საკუთარ ჯიბეზე აქტიურად მუშაობს, თხილის ფასს აგდებს, მას თეთრებში იძენს და მერე საკუთარ ქვეყანაშიც და ექსპორტის სახითაც ( თუნდაც საქართველოშიც, თხილით ხომ უამრავი რამ მზადდება) უზარმაზარ მოგებას ნახულობს. ასე ხდება სანელებლების შემთხვევაშიც, როდესაც ქართულმა საკმაზმა უკვე ბევრ ქვეყანაში გაითქვა სახელი. სქემა ყველა შემთხვევაში ერთნაირია, მოსყიდული მედია ფართომასშტაბიან ავანტურას აჩაღებს და ამ შემთხვევაშიც, საკუთარ, სამამულო ნაწარმს, დაკვეთილ ინფორმაციულ ომს უცხადებს . . . ხელისუფლება კი, რომელიც იმას უნდა ცდილობდეს, რომ ყველაფერში სამამულო წარმოება დაიწყოს, პირიქით, როგორც ყოველთვის და ყველა დროში, არც დამკვეთს სჯის და არც შემსრულებელს, უბრალოდ, ახლაც დუმს.

ლია გვენეტაძე