ჯუბა ზარნაძე ,,ქართული ოცნება” ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად განიხილავს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა „ქართული ოცნება“ უკვე აქტიურად ემზადება რეგიონებში სასურველი კანდიდატების წარსადგენად.გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლობის ერთ-ერთ კანდიდატად ჯუბა ზარნაძეს განიხილავს.ჯუბა ზარნაძე პროფესიით ეკონომისტია, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ გამგებლობის კიდევ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს.
საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ცნობილი, როგორც არჩევნების თარიღი, ასევე პარტიების მიერ შერჩეული კანდიდატები.