J Balvin – ახალი სასიძო?!

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი ხატია ბუნიათიშვილისა და ორლანდო ბლუმის რომანის დეტალებითაა მოცული, საზოგადოებას არ ავიწყდება J Balvin და მისი ქართველი რჩეული მზიკა კარიაული. როგორც უკვე ვიცით, მზიკა და მისტერ ბალვინი ურთიერთობას ასაიდუმლოებენ. რომანის დეტალები უცნობია ყველასთვის, მათ შორის მზიკას ოჯახისთვისაც. მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც უცნობი წყაროსგან მივიღეთ, წყვილის “სიყვარულობანას” შეესწრო მზიკას თვეების დის შვილი პატარა თომა, რომელიც პამპერსს იცვლიდა. ცხადია, მათ საიდუმლოს საფრთხე შეექმნა, თუმცა წყვილი სარგებლობს იმით, რომ პატარა თომა ჯერ ვერ ლაპარაკობს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.