ახალგაზრდა გოგოს შემზარავი აღსარება – “ყოველთვის მინდოდა ბარიგა ვყოფილიყავი”. გადადით ლინკზე, ეს ამბავი გაგაოცებთ.

მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჯემფესტზე განვითარებული მოვლენები საერთო საზოგადოებრივი განხილვის საგანია, ამიტომ ჩვენმა ტელევიზია “დეზინფორმნიუსმა” გადაწყვიტა ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა და სენსაციურ აღმოჩენამდე მივიდა, “ბარიგები” ჩვენს გვერდით არიან მეგობრებო……………..
სურათზე თქვენ ხედავთ ერთ-ერთ გავლენიან ნარკობარონს, რომლის ბრალეულობაც იკვეთება ამ ამაზრზენ დანაშაულში, “თეთრი სიკვდილი” – აი როგორ მოიხსენებენ მას იატაკქვეშა საზოგადოებაში, ჩვენთვის კი, პატიოსანი მოქალაქეებისთვის მას მეორე, კანონმორჩილი მოქალაქის სახელი აქვს – ია ჯავახიშვილი, მოფერებით “იაკო”. “დეზინფორმნიუსი” სრულად იღებს პასუხისმგებლობას და მზადაა ნებისმიერი რისკის ფასად ამხილოს ეს კრიმინალი და საზოგადოების მტერი. “ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მას შავბნელი ან შავ-ბნელი (ზუსტად არ მახსოვს როგორ იწერება) ცხოვრება ქონდა, ამას მის გამოხედვაში ვხედავდი”, ამბობს მისი უფროსი სტეფან სიმონიშვილი (რესპოდენტის სახელი და გვარი გამიზნულად შევცვალეთ რესპოდენტისავე თხოვნით, რადგან თეთრი სიკვდილი ყველაფერზეა წამსვლელი). “ის ჩემი მეწყვილეა და მე არ მეშინია ვთქვა, რომ ვკვდები ისე მეშინია მისთვის მეილის მიბრუნებაც კი, ერთხელ ანაბრის განაცხადიც კი დამაავტორიზებინა ფაქსიმილეს განაცხადით, ამბობს საბა გლდანელი (სახელი ისევ შევცვალეთ). ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ახალგაზრდების მოწამვლაში მას ხელს უფროსობაც უწყობს, უფროსმა მენეჯერმა ნაზი უგულავამ მას არაკუთვნილი დეიოფიც კი მიცა, რათა ჯემფესტზე წაბრძანებულიყო და ნარკოტიკები გაესაღებინა.

ხალხნო, გაახილეთ თვალი და ამხილეთ ეს ფარისეველი, ისე როგორც ამას მე ვაკეთებ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად

ალლრიგჰტსრესიევედ 😃