ექსკლუზივი: ლევანი და ნინო

სკანდალი: ცოტა ხნის წინ, channel23news-ს ანონიმურმა წყარომ ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდა. წყაროზე დაყრდნობით, ლევან მორჩიაშვილსა და ნინო გაზდელიანს ურთიერთობა დაეძაბათ. მათი მეგობრობა კი ჩიხში შევიდა.

მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ მათი ახლობლები, თუმცა ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ კედელზე ბზარებისა და სახლში დარცენილი ჩართული უთოს მიზეზი ლევანისა და ნინოს, ერთმანეთისთვის შერჩეული მეორე ნახევრები გახდა. როგორც ცნობილია, ლევანმა ნინოს მიერ შერჩეული კანდიდატი ბოტასების გამო
დაიწუნა, ნინომ კი ლევანის შერჩეული სავარაუდო კანდიდატი დიდი ეგოს გამო
აითვალწუნა.

channel23news-ისვე ინფორმაციით, ლევან მორჩიაშვილი და ნინო გაზდელიანი ერთმანეთს სამომავლო პარტნიორებს უკვე ორ წელზე მეტია ურჩევენ, თუმცა სკანდალი აქამდე ჯერჯერობით არცერთ ვარიანტს არ გამოუწვევია.