თბილისში, მოსკოვის გამზირს წყალმომარაგება აღუდგა

რამდენიმე-საათიანი პარალიზების შემდეგ თბილისში მოსკოვის გამზირს წყალმომარაგება აღუდგა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აცნობეს. როგორც ისინი აცხადებენ, მთელი ქუჩა დასაბანად მზად არის.

ერთ-ერთი მაცხოვრებლის, ანა ბაკურაძის თქმით, კომპანია “ჯორჯია ვოთერ ენდ პაუერი” უკვე ყველანაირ ზღვარს სცდება და მათ სითავხედეს საზღვარი არ აქვს:

“შუა აგვისტოში უწყლოდ გვტოვებენ! მოვითხოვთ, ეს კომპანია საერთოდ გააძეონ საქართველოდან! ქართველ ხალხს ამგვარად არ უნდა გვამცირებდნენ. თორემ საქმეში ცისკარას ჩავრთავთ,” – აცხადებს ბაკურაძე.

კომპანიაში წყლის დაწყვეტის მიზეზებს არ განმარტავენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე წყალმომარაგება სრულად არის აღდგენილი.