თემურ დოლიძე მანგლისის გამგებლად ??

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე,ვრცელდება ინფორმაცია მანგლისის ახალი გამგებლის კანდიდატურის თაობაზე.ეს გახლავთ თემურ დოლიძე.როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა ბატონი თემურისათვის ძალიან ახლობელია ეს მხარე.”დიახ მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილება ,მას მთელი მანგლისი იცნობს. ის საუკეთესო პიროვნებაა ,საქმის პროფესიონალი და მე მას წარმატებებს ვუსურვებ” – აცხადებს ამჟამად მანგლისის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე .თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას უახლოეს მომავალში გაცნობებთ.ჩვენმა კორესპონდენტებმა სცადეს ბატონ თემურთან დაკავშირება ,თუმცა ამაოდ.ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.როგორც პირად საუბრებში ერეკლე კუხიანაიძემ გვითხრა, ბატონი თემური შვებულებაშია და უახლოეს დღეებში თავად გააკეთებეს განცხადებას.