ნატაშკა ბათუმში ბატებს მწყემსავს

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ივენთ მენეჯერი, ნატაშკა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც ბათუმის ქუჩებში მოსეირნე ბატები ჩანს.

როგორც მოგვიანებით მედიისთვის გახდა ცნობილი, ბატები სახლიდან გამოსულ ნატაშკას მაშინ გამოექცნენ, როცა შემთხვევით კარი ღია დარჩა, მან კი ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა ფრინველები მის კვალს დაადგნენ.

ნატაშკამ დახმარებისთვის შესაბამის სამსახურებს უკვე მიმართა, რომელთაც ბატები შინ მშვიდობით დააბრუნეს.

ნატაშკა და ბატები თავს კარგად გრძნობენ და გასარუჯად მზეს ეფიცხებიან.