სასწრაფო განცხადება – თბილისში ბორჯომი აღარ იშოვება!

“დღეს ჩვენი მინერალური წყლის გაყიდვებმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია” – საგანგებო განცხადებას ავრცელებს შპს “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” ფინანსური მენეჯერი, რომელსაც თბილისის ყველა მაღაზიიდან მიდის შეტყობინებები, რომ ბორჯომის წყალი გამოელიათ და სასწრაფოდ ესაჭიროებათ მარაგის შევსება.

მოგეხსენებათ, გუშინ, 24 აგვისტოს, სამმა კაიმსმელმა და კაიპურისმჭამელმა – პატივცემულმა ანა კვარაცხელიამ, არანაკლებ პატივცემულმა ნინი მაჭარაძემ და მისმა მეუღლემ ოქროპირ ჯიქურმა ჯიქურ სვეს ლუდი ერთ-ერთ ბარში(რომლის სახელსაც განზრახ არ დავასახელებთ)

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სწორედ ამ პროცესის შედეგი იყო დღეს, 25 აგვისტოს მინერალური წყლის ბორჯომის ეკონომიკური ბუმი, რაც გამოწვეულია პოსტ-ალკოჰოლურ პერიოდში ორგანიზმის დეჰიდრატაციით ანუ პახმელიით.