სომეხი მეხანძრე: “ბებიისგან მახსოვდა შელოცვა, რომლის მეშვეობითაც წვიმა წამოვიყვანე”

საქართველოში სომხეთიდან ჩამოსული მეხანძრის – ვართენ პოღოსიანის განცხადებით, რომ არა ბორჯომის ხეობაში მოსული ნალექი, მეხანძრეების დაუღალავი შრომის მიუხედავად, ხანძრის ჩაქრობა შეუძლებელი იქნებოდა.

ვართენ პოღოსიანი: “ყველა ცას ვუყურებდით წვიმის მოლოდინში. საქართველო ჩვენი მოძმე ერია და ძნელი იყო იმის ყურება როგორ იფერფლებოდა ირგვლივ ყველაფერი. ანაზდად ბებიის ძველსომხური შელოცვა გამახსენდა, რომელსაც სოფელში წარმოთქვამდა მოსავლის გადასარჩენად გვალვის დროს. ცას ავხედე და ვიყვირე “ანძრევ გალისა”. ალბათ გარშემომყოფებს გიჟი ვეგონე, მაგრამ შედეგმა არ დააყოვნა და წვიმაც წამოვიდა. ამხელა კაცი ვიდექი და ვტიროდი. ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ქვეყანა გადავარჩინე და ვამაყობ”