ტრაგიკული შემთხვევა, დაღუპულთა რიცხვი 24-ს შეადგენს

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა სიკეთის რაიონ სოფელ მშვიდობაში. ე.წ. კანონიერმა ქურდმა ნიკოლოზ ბეჟიტაშვილმა, იგივე П-ზდეცმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის AK-47-ის გამოყენებით მოკლა 24 ცხვარი, ადგილზე ააშამფურა, შეწვა, მოილხინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვარაუდობენ, რომ დამნაშავე იმალება ამავე რაიონის სოფელ სამალიაში. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 416-ე მუხლის საფუძველზე.