ქართველი ახალგაზრდა გაეროს მშვიდობის ელჩად აღიარეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერიში ქართველ ახალგაზრდას, მიხეილ მთიულშვილს გაეროს მშვიდობის ელჩად წარადგენს. წარდგენის შესახებ განაცხადა გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.
„მიხეილ მთიულიშვილი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი, თავისი მოვალეობების შესრულებას 10 ოქტომბრიდან შეუდგება.“ – აღნიშნა დიუჟარიკმა.
მიხეილ მთიულიშვილის შესახებ ბიოგრაფიული ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნა მსოფლიოს მრავალ ენაზე დაიწყება. მათ შორის, ქართულად – “მე ვარ მიშო”.