“New Line News Georgia” – ოქტომბრის ბოლომდე აჭარაში ლუდის გაყიდვა აიკრძალება

როგორც ბოლო დროინდელმა შემოწმებამ აჩვენა, დაფიქსირდა წარმოუდგენელი შედეგი-ერთ-ერთი ბუნგალოს ლუდის გადამოწმებისას ლუდში კოხის ბაქტერია აღმოჩნდა. თავიდან ეს ჩვეულებრივი დამთხვევა ეგონათ, მაგრამ, როდესაც გადამოწმდა დისტრიბუტორი, რომელიც მთელ აჭარას ამარაგებს ფაქტიურად, იგივე შედეგია. კომენტარს არც დისტრიბუციის წარმომადგენლები, არც ლუდის მწარმოებელი და არც სურსათის უვნებლობის სააგენტო არ აკეთებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ჯერ ჯერობით მიმდინარეობს გამოძიება და უდანაშაულობის პრეზუმციის გათვალისწინებით, გამოძიების დასრულებამდე კომენტარებს არ უნდა ველოდოთ, თუმცა ანა ლეჟავამ, სურსათის უვნებლობის სპეციალური დანაყოფის პრესსამსახურის მდივანმა მოუწოდა საზოგადოებას, კონკრეტული აკრძალვების მიღებამდე თუ სიტუაციის გარკვევამდე თავი შეიკავონ ლუდის მიღებისგან. ალბათ დამსვენებლებს გაუჭირდებათ ასეთი პოპულარული სასმელის რაციონიდან ამოღება, მითუმეტეს ასეთ ცხელ დღეებში, მაგრამ ჩვენი სააგენტო “New Line News Georgia” მოგიწოდებთ გამოიჩინოთ კეთილგონიერება. ანა ლეჟავას მოადგილის 19 აგვისტოს განცხადებით სავარაუდოდ, თვის ბოლომდე აკრძალვა შევა ძალაში და გავრცელდება აჭარის ტერიტორიაზე ოქტომბრის ბოლომდე, რადგან კვლევა და გამოძიება დროს ითხოვს და მოსახლეობის უსაფრთხოება ქვეყნისთვის მის გართობაზე მაღლა დგას…