ამბროლაურში,ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

13 სექტემბერს ქალაქ ამბროლაურის საავადმყოფოში უცნობმა პირმა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალი მიიყვანა, რომელიც თვითმხილველთა თქმით არაადეკვატურად იქცეოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პიროვნება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ლეშკაშელი იყო, რომელსაც ამავე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა მაია კაციტაძემ მოაკითხა. მას შემდეგ რაც მანანა ლეშკაშელს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწია, მაია კაციტაძემ, მომსახურების საფასურის გადახდის თავიდან აცილების მიზნით, თანაპარტიელი საავადმყოფოდან გააპარა.
უნდა აღნიშნოს, რომ მანანა ლეშკაშელი ამბროლაურის მერობის კანდიდატის მაია კაციტაძის წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული და მასთან ერთად აქტიურად ხვდება ამბროლაურის მოსახლეობას.