ბორჯომის ხანძრის განძრახ გაჩენის საქმე გახსნილია

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გაგა.გ სახელმწიფო ქონების დაუდევრობის ბრალდებით დააკავეს,

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში, მოქალაქის კუთვნილი აგარაკიდან მის კუთვნილებაში მყოფი ელექტრო საფრენი აპარატით “დრონით” განძრახ გააჩინა ბორჯომის ხეობაში ხანძარი რამაც 90 ჰექტარი მწვანე საფარი გაანადგურა და ასეულობით ათასი ლარის ზარალი მიაყენა სახელმწიფოს,აგარაკის მეპატრონისთვის უცნობი იყო მისი განძრახვა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩრეკისას, დრონი კამერა და “ფლეშ ბომბები” ამოიღეს,ბრალდებული გაგა.გ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სახელმწიფო ქონების გაუფრთხილებლობით მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე ვადით .