ელენე ჭარხალაშვილმა კიო! თითზე კი საქორწინო ბეჭედი მოირგო

ელენე ჭარხალაშვილი ქორწინდება. ამის შესახებ ცნობილი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა. ელენეს რჩეული არ გაგიკვირდებათ და ვანიკო ლომიძეა. წყვილს რამდენიმე წელია ერთმანეთი უყვართ.

როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ელენე ნიშნობაზე მოტყუებით მიიყვანეს, იქ კი მას ნამდვილი სიურპრიზი მოუწყვეს.

ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელით, ელენეს გაუთხოვარ დაქალებს, რომლებსაც უკვე ასაკიც ხელს უწყობს, თუმცა რატომღაც არ ჩქარობენ. მთელი რედაქციის სახელით, გვინდა განსაკუთრებით გამოვყოთ ანანო ანთიძე, რომელიც დაოჯახებასა და უღელში შებმაზე საერთოდ არ ფიქრობს. ანანო, დროა უკვე, გააშლევინე ლევანს შენს ქორწილში ხელები.

მანამდე კი, სანამ ანანოს ქორწილში ლევანი იმ ულამაზეს ხელებს გაშლის, ელენესა და ვანიკოს ქორწილს ვიხილავთ. Channel23news-ი წყვილს ბედნიერებასა და ნათელ, ხალისიან მომავალს უსურვებს.