ექსკლუზივი: ვიზე ქორწინდება ჟურნალისტი ნიკა გაბლიშვილი რა კავშირიქონდა მას ერთ-ერთ ცნობილ ტელეწამყვანთან

როგორც “ჩანელნიუსისთვის” გახდა ცნობილი რამდენიმე კვირაში ნიკოლოზ გაბლიშვილი ერთ-ერთ ცნობილ ტელეწამყვანს ცოლად მოიყვანს, წყაროს ინფორმაციით, გაბლიშვილის რჩეული იმ ტელევიზიის ყოფილი წარმომადგენელია, სადაც, ის ამ დრომდე მუშაობს . ინფორმაცია რომელიც “ჩანელნიუსს” წყარომ ექსკლუზიურად მიაწოდა ადასტურებს ლედი ოქროპირიძეც, რომელიც სულ რამდენიმე კვირაში, საზოგადოებას გაბლიშვილის მეუღლედ წარუდგება.

” დიახ, ვადასტურებ ინფორმაციას, რომ მე და ნიკოლოზს უკვე წელიწადზე მეტია, რღმა და ყოვლის მომცველი ურთიერთობები გვაქვს. გიდასტურებთ იმასაც რომ სულ ცოტახანში მე ნიკას ცოლი გავხდები და მის გულს და არამარტო გულს სამუდამოდ მივისაკუთრებ”-აცხადებს ოქროპირიძე

აღნიშნული საკითხის გასარკვევად ჩვენ ნიკოლოზ გაბლიშვილსაც დავუკავშირდით თუმცა მან ამ საკითხის ირკგვლივ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, ამ დროისთვის უცნობია კონკრეტული თარიღიც თუ როდის შედგება ორი ბეღურის ქორწილი.