ინტელექტუალები ირჩევენ ალეკოს

ყველასათვის ცნობილია ქართული ფორუმი www.forum.ge, რომელზეც 150 000 -ზე მეტი ქართველი თუ არაქართველი მომხმარებელია რეგისტრირებული.
2017 თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ამა წლის ოქტომბერში გაიმართება , ფორუმზე განთავსებულია ინტერაქტივები სადაც მომხმარებლები თავიანთ რჩეულ კანდიდატს აძლევენ ხმას.
ინტერაქტივში კოლოსალური უპირატესობით ლიდერობს ალეკო ელისაშვილი, კერძოდ მას 5-ჯერ მეტი ხმა აქვს ვიდრე კახი კალაძესა და ზალიკო უდუმაშვილს, ხოლო ელენე ხოშტარიას ალეკო ელისაშვილის მიღებული ხმები 15-ჯერ აღემატება.
როგორც მოგეხსენებათ ფორუმზე მომხმარებლები თავიანთი ცოდნის გასაზიარებლად იკრიბებიან და სწორედ ამაზე მიუთითებს ფორუმის სლოგანი “ქართული ფორუმის ძალა”.