ინტელექტუალები ირჩევენ ალეკოს

ყველასათვის ცნობილია ქართული ფორუმი www.forum.ge, რომელზეც 150 000 -ზე მეტი ქართველი თუ არაქართველი მომხმარებელია რეგისტრირებული.
2017 თბილისის მერის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ამა წლის ოქტომბერში გაიმართება, ფორუმზე განთავსებულია ინტერაქტივები სადაც მომხმარებლები თავიანთ რჩეულ კანდიდატს აძლევენ ხმას.
ინტერაქტივში კოლოსალური უპირატესობით ლიდერობს ალეკო ელისაშვილი, კერძოდ მას 5-ჯერ მეტი ხმა აქვს ვიდრე კახი კალაძესა და ზალიკო უდუმაშვილს, ხოლო ელენე ხოშტარიას ალეკო ელისაშვილის მიღებული ხმები 15-ჯერ აღემატება.
როგორც მოგეხსენებათ ფორუმზე მომხმარებლები თავიანთი ცოდნის გასაზიარებლად იკრიბებიან და სწორედ ამაზე მიუთითებს ფორუმის სლოგანი “ქართული ფორუმის ძალა”.