ინტელექტუალები ირჩევენ ალეკოს

ყველასათვის ცნობილია ქართული ფორუმი www.forum.ge, რომელზეც 150 000 -ზე მეტი ქართველი თუ არაქართველი მომხმარებელია დარეგისტრირებული.
2017 თბილისის მერობის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ამა წლის ოქტომბერში გაიმართება, ფორუმზე განთავსებულია ინტერაქტივი სადაც მომხმარებლები თავიანთ რჩეულ კანდიდატს აძლევენ ხმას.
ინტერაქტივში კოლოსალური უპირატესობით ლიდერობს ალეკო ელისაშვილი, კერძოდ მას 5-ჯერ მეტი ხმა აქვს ვიდრე კახი კალაძესა და ზალიკო უდუმაშვილს, ხოლო ელენე ხოშტარიას მიერ მიღებულ ხმებს 15-ჯერ აღემატება.
როგორც მოგეხსენებათ ფორუმზე მეტწილად ინტელექტუალი, ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტირებული ახალგაზრდობა იკრიბება, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. სწორედ ამაზე მიუთითებს ფორუმის სლოგანიც “ქართული ფორუმის ძალა”.