“პურის ფქვილი ან პამპერსი მაინც მოგვაწოდონ ნეტა”- სამი შვილის დედა დახმარებას ითხოვს

სამშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს, ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას Natali-Nina Kandorelashvili ავრცელებს, კანდორელაშვილი განმარტავს რომ ოჯახს სახსრები არ გააჩნიათ და მათ მეზობლები ეხმარებიან.
” 23 წლის მარიამ სადაღაშვილი, თავის 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ასევე ავადმყოფ დედასთან ერთად ქვახვრელში მარტო ცხოვრობს, ოჯახი უკედურესად გაჭირვებულია ” – წერს ნნინა კანდორელაშვილი და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.

ოჯახის წევრებს თავად ნატალიც ესაუბრა

“პურის ფქვილი ან პამპერსი მაინც მოგვაწოდონ ნეტა”-აცხადებს მარიამ სადაღაშვილი

” როგორც “ჩანელნიუსმა”გაარკვია ოჯახის შესახებ 6 თვის წინ საზოგადოებას ტელეკომპანია “დიამ” ამცნო და ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათ ერთჯერადი დახმარებაც გაუწიეს