რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსგენდერი პერსონაჟის გამოჩენა ჩემი ცოლის დაქალებში

ჩემი ცოლის დაქალებს, პოპულარულ ქართულ სერიალს, რომელიც უკვე თერთმეტი სეზონია რუსთავი 2-ის ეთერში გადის, სოციალური პასუხისმგებლობაზე პრეტენზია არასოდეს ჰქონია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სერიალის შემქმნელები მტკივნეულ თემებზე “საუბარს” არასოდეს გაურბოდნენ.
ჩემი ცოლის დაქალები კომედიური შოუა, რომელიც გროტესკით გადმოსცემს ქართული საზოგადოების ზნე-ჩვეულებებს და ამ გროტესკსა და სიცილ-ხარხარში, ხანდახან, მტკივნეულ თემებსაც ეხება.
სერიალში გამოჩნდა LGBTQI პერსონაჟი, რომელიც მარგინალიზებული არ იყო და საზოგადოებას აჩვენებს, რომ გეი მამაკაცი აუცილებლად ფემინური არ არის – ისე, როგორც ეს ყველა სამხრეთ ამერიკულ საპნის ოპერაშია. სწორედ ამ საპნის ოპერებმა ჩამოაყალიბა თავის დროზე ის მავნებლური სტერეოტიპი, რომელიც საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ აქვთ.
აქვე იყო წამოჭრილი იქნება მოძალადე ქმრისგან თავის დაღწევის თემა, როდესაც ნატაშკამ უარი თქვა მსხვერპლის როლზე და დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება.
აქ ვნახეთ გაუპატიურების და მასთან დაკავშირებული სტიგმების, საზოგადოების დამოკიდებულებისა და სხვა მნიშვნელოვანი თემებიც.