ტ/კ „დია“ ახალ სეზონს ცვლილებებით ხვდება

ტელეკომპანია „დია” ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება. როგორც არხის დირექტორი მაია ტატულაშვილი „დიანიუსთან” საუბრისას აცხდაებს, შეიცვლება საინფორმაციო გამოშვების ფორმატი და ის უფრო მრავალფეროვანი გახდება. მაია ტატულაშვილის განცხადებით, დაიხურა თოქ-შოუ „კვირის რეალობა” და მისი ავტორი და წამყვანი გიორგი ახალკაცი დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.
„ჩვენთვის პრიორიტეტული ისევ ახალი ამბებია და ბუნებრივია აქცენტს ვაკეთებთ ჩვენს რეგიონზე. თუმცა, ყურადღბის მიღმა რეგიონს ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებს არ დავტოვებთ. ახალი ამბები ახალი სეზონიდან განახლებული ფორმატით ჩაეშვება ეთერში, დღის გამოშვებებს ეყოლება ახალი წამყვანი, მთავარ გამოშვებას კი გიორგი ახალკაცი წაიყვანს. „კვირის რეალობის” დახურვაც ამან გამოიწვია, რადგან ვფიქრობთ, რომ კვირაში ერთხელ პოლიკური ტოკ-შოუს გაკეთება საკმარისი არ არის, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ. მთავარი გამოშვების ფორმატი იცვლება და რეპორტაჟებთან ერთად, სტუმრებით იქნება დატვირთული. ვგეგმავთ ახალ გადაცემებსაც თუმცა, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ.”-აცხადებს მაია ტატულაშვილი.

dianews.ge