ქართველი ბირთვული ფიზიკოსი პაკისტანში?

ბოლო დღეების განმავლობაში გახშირებული შეტაკებებისა და მწვავე განცხადებების ფონზე, ქაშმირის რეგიონში ძალების მობილიზება არ წყდება. ინდოელი სპეცსამსახურების ინფორმაციით, პაკისტანის მთავრობა ბირთვულ სფეროში მოღვაწე ცნობილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს საკუთარი ბირთვული არსენალის მოდერნიზაციისა და გაზრდის საბაბით. აღნიშნულ მეცნიერებს შორისაა ქართული ბირთვული ფიზიკის მამა, გიორგი ნარიმანიშვილიც, რომელიც, ინდოელი სპეცსამსახურებისავე ცნობით, რამდენიმე დღეში ჩაფრინდება ისლამაბადში. ინდოელები განსაკუთრებით უფრთხიან იმ ფაქტს, რომ ნარიმანიშვილმა დანდობა არ იცის. ფოტოზე – ნარიმანიშვილი ინდოეთის ბირთვული ბაზების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებს