ქართველმა ჟურნალისტმა ზღვის ცხენი სიკვდილს გადაარჩინა

ტელეკომპანია “იმედის” რეპორტიორმა ლელუკა ჯავახიშვილმა, თავის დეიდაშვილ ნინო ძიძიგურთან ერთად ქობულეთში ზღვის ცხენი გადაარჩინა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯავახიშვილმა და ძიძიგურმა ზღვის ცხენუკა გამორიყული იპოვნეს. მათივე განცხადებით, ცხენი სულს ღაფავდა და თვალებს ატრიალებდა, როდესაც მათ ის ბოთლში მოათავსეს და თბილისისკენ წამოიყვანეს.

ცხოველთა უფლებადამცველები მომხდარს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ გოგონების საქციელი მისაბაძია და ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო ზღვის ცხენი შავ ზღვაშივე დაებრუნებინათ, საღ აზრს არის მოკლებული. უფლებადამცველები განმარტავენ, რომ გამორიყვის შემდეგ ზღვის ცხენები სტრესში ვარდებიან, რის შემდეგაც ბუნებრივ პირობებში დაბრუნების შემდეგ, დიდი საფრთხეა, რომ ისინი მტაცებელი თევზების ან ზღვის ძუძუმწოვრების მსხვერპლნი გახდნენ.

Channel23news.com რაის Channel23news.com-ია ეს ინფორმაცია თვითონ ლელუკა ჯავახიშვილთან რომ არ გადაემოწმებინა. რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ჟურნალისტმა ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა და საკითხთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა:
“გამომდინარე იქიდან, რომ სამსახურის გამო რამდენიმე დღე დეპის (ზღვის ცხენს) სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი, მასზე ზრუნვა მთლიანად ჩემს დეიდაშვილს დააწვა მხრებზე. ვცდილობდით მისთვის შესაბამისი გარემო და პირობები შეგვექმნა. ადაპტაცია ერთი შეხედვით გაიარა, თუმცა მოწყენილობა და თვალის უპეების ჩაშავება შევატყვეთ, გადავწყვიტეთ საქმეში პროფესიონალები ჩაგვერთო და ის თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმს გადავეცით საჩუქრად, სადაც მას სათანადო ყურადღებას მიაქცევენ და თავს ნამდვილ ზღვის ცხენად აგრძნობინებენ.”

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციას ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.