ეკუნა ლემონჯავა აზიურმა ფაროსანამ შეჭამა

გავლენიანი ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენ”-ის სამართლის ჟურნალისტი ეკუნა ლემონჯავა, სავარაუდოდ, აზიურმა ფაროსანამ შეჭამა.

არსებული ინფორმაციით, ეკუნა ლემონჯავამ აზიური ფაროსანა საკუთარი სახლის აივანზე გუშინ ღამით შენიშნა და მისი განადგურება განიზრახა მიზნად.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ეკუნა ლემონჯავამ ფაროსანას ფეხი დააბიჯა და ჩათვალა, რომ ის მკვდარი იყო. მათივე ცნობით, აზიური ფაროსანას დასახმარებლად სხვა ჯიშის მწერები მოვიდნენ და ეკუნა ლემონჯავა გამთენიისას შეჭამეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც ისინი გუშინ ირწმუნებოდნენ, თბილისის ტერიტორიაზე, აზიური ფაროსანა მხოლოდ ვაკის პარკში იყო გავრცელებული, თუმცა, როგორც ჩანს, ფაროსანა ვაზისუბანსაც გადაწვდა.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, ეკუნა ლემონჯავა არაერთხელ ფიგურირებდა ისეთ გახმაურებულ საქმეებთან, როგორიცაა ე.წ. ციანიდის საქმე. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა მკვლელობაში შორენა თეთრუაშვილიც იყოს გარეული.

შსს ამ ვერსიასაც განიხილავს და აზიურ ფაროსანასა და შორენა თეთრუაშვილს შორის შესაძლო კავშირს ადგენს. დაიკითხება თუ არა თეთრუაშვილი, უწყება ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.